უნაზღაურებენ თუ არა კომპანიები თანამშრომლებს ხელფასებს დროულად.

2017-03-24 16:33:59

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე რეგიონული პროექტები შეაფასეს და ბოლნისისა და წალკის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი პროექტების ცვლილებები განიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე მყარი ნარჩენების გადამუშავების საკითხებზე იმსჯელეს. სამხარეო ადმინისტრაციაში გუბენატორმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე გააკეთა აქცენტი, მისი თქმით, დამსაქმებლის მიერ აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვა და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ყველა მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. "ჩვენ არ გვაქვს ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, თუმცა არის რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც მასშინვე აღმოიფხვრა, მოგეხსენებათ, რომ ასურეთში "კომპანია" დაგის მიერ  იყო დაგვიანება ხელფასისა და მაშინვე ჩავერთეთ და დავეხმარეთ ჩვენ მოქალაქეებს"- აღნიშნას პაატა ხიზანაშვილმა. შეხვედრას მახრის გუბერნატორი, რუსთავის მერი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.