ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდაში

2019-08-05 22:34:07

ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში.

სოფელ განძასთან, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.