ცვლილებები საარჩევნო წესში

2019-08-05 11:09:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო:

1. პროპორციული წესით და 0%-იანი ბარიერით.

2. შეიცვლება პარტიების დაფინანსება, დაფინასდება ყველა ის პარტია რომელიც თუნდაც 1 ადამიანს შეიყვანს პარლამენტში. დაფინანსდება პატარა პარტიები.

3. პარტიულ სიაში თუ ყოველი მესამე იქნება განსხვავებული სქესის გაიზრდება პარტიების დაფინანსება.

4. ტელევიზიებში უფასო თავისუფალი დრო თანაბრად გადანაწილდება ყველა პარტიაზე.

5. ცესკო ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში ვიდრე მართველ პარტიას.

6. პარტიის რეგისტრაცია 5000 მხარდამჭერის ხელმოწერითაც იქნება შესაძლებელი.

7. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი თავად შეარჩევს საარჩევნო უბანს.

8. დარეგულირდება ბიულეტინის ნამდვილობის წესი, ბიულეტინი მხოლოდ მაშინ იქნება ბათილად მიჩნეული თუ მონიშნული არ იქნება არცერთი, ან მონიშნული იქნება 1-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.