ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარელში.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "მიცუბიშისა" და "ფორდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.