ქართველმა მოჭიდავემ ოქროს მედალი მოიპოვა

2019-08-03 23:06:03

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ 55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში რუსი ელჩინ იბრაგიმოვი აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მიითვალა.

პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპის ბოლო ტურნირია.