ბათუმში 3 ახალგაზრდა დაჭრეს

2019-07-31 11:15:10

ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ეკიპაჟმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, სამივე ახალგზარდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.