ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ისინი მამაკაცის 9 მეტრის სიღრმიდან ამოყვანას ცდილობენ.
მამა-შვილი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და 72 წლის მამაკაცი შიგნით მოიყოლა. მისი შვილი შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.
სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი 72 წლის მამაკაცის ამოყვანას სამ საათზე მეტია ცდილობენ.