ლიფტის შახტა ჩავარდა, დაშავდა 4 ადამიანი

2019-07-29 12:19:25

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე სახლის ლიფტის შახტა ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით სატვირთო შახტაში 4 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტებს აქვთ მოტეხილობები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.