1 გარდაცვლილი და 2 მოწამლული

2019-07-29 10:33:48

1 გარდაცვლილი და 2 მოწამლული - ლენტეხის რაიონში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ტრაგედია დატრიალდა.

76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

წყარო: რუსთავი 2