თვითნებურად გადაკეტილი ეზოები (ფოტო).

2016-11-02 20:41:29

მოსახლეობის მიერ თვითნებურად გადაკეტილი ეზოები, ავტომობილის მძღოლებს გადაადგილებაში პრობლემებს უქმნის. მოსახლეობის ნაწილი თვლის რომ ეზოში გადაკეტილი სავალი გზები ავარიების რიცხვს ამცირებს. რკინის კონსრუქციებით, ლოდებით ან საბურავებით, გადაკეტილი ეზოები, განსაკუთრებულ პრობლემას სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს და ტაქსების მძღოლებს უქმნის. ზედამზედველობის სამსახურის ხელმძღვაელი ლევან კუპატაძე აცხადებს, რომ მათი სამსახურის თანამშრომლები ეზოებში მონიტორინგს ახორციელებენ და თვითნებურად დამონტაჟებულ კონსტრუქციებს შლიან. მე-7, მე-8, მე-20-ე და 21-ე მკ/რ-ს ეზოებში, კონსტრუქციების აღება უკვე განხორციელდა. სამსახური თვითნებურად დამონტაჟებული კონსტრუქციების აღებას მომავალი კვირიდან უკვე სხვა უბნენშიც დაიწყებს.