საბერძნეთში რუსმა პატიმარმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აღიარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო ციხის ადმინისტრაციასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიასაშუალებებში გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.
რაც შეეხება მათი დაპირისპირების მიზეზს, ეს ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.