1 გარდაცვლილი და 1 დაშავებული

2019-07-28 11:02:23

გურიაში, დაბა შეკვეთილში, მშენობლობიდან 2 მამაკაცი გადმოვარდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 63 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 68 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ფოთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს".