ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანაში ქალმა იმშობიარა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა მაშინ იმშობიარა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ის ფოთიდან, სენაკში სამშობიარო სახლში გადაჰყავდა.
ქალს მშობიარობა სასწრაფო დახმარების მანქანაში მოთავსებიდან 10 წუთში დაეწყო.
ამდროისთვის დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.