თუშეთის გზაზე, 23-ე კლომეტრზე, "კამაზის" მარკის მანქანა მგზავრებიანად ხევში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
სატვირთო მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ხუთმა გადმოხტომა მოახერხა, დანარჩენები კი - სატვირთოსთან ერთად ხევში გადავვარდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდროისთვის უცნობია.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მიემართება სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.