ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუდაურში.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი გუდაურისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.