27 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-26 18:24:01

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 12:00დან 15:00საათამდე   თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის სოფლებს ირაგა,  ჭივჭავი, ივანოვკა, სამღერეთი, ლიპა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებს.

15:00დან 16:00საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქთაკლია, ყარაჯალრი. 15:00დან 16:00საათამდე  სოფლებს გაჩიანი, აღთაკლია.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.