ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

2019-07-25 13:37:06

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში, ღორჯომის თემში.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.  ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანიც დაშავდა რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს რომ გამოძიება სსკ 176-ე მუხლით დაიწყო.