რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბაში ქალი გარდაცვლილი ნახეს.
81 წლის ქალს ოჯახის წევრები და პოლიცია 3 დღის მანძილზე ეძებდა.
არსებული ინფორმაციით ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა და ეს იყო სუიციდი.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".