ავარია კახეთის მაგისტრალზე [video]

2019-07-14 13:21:21

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის მაგისტრალზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი და "ფორდი"-ს მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ.

შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელიც საზამთროთი იყო დატვირთული ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.