რამდენიმე დღის წინ გასაოცარი ამბავი მოხდა ატლანტაში, არც მეტი არც ნაკლები ავტომაგისტრალზე ფულის “წვიმა” წამოვიდა. [ვიდეო/video]
მიზეზი მაგისტრალზე ფულით სავსე ტრაილერი გახდა, რომლის კარიც მოულოდნელად გაიღო და კუპიურები ჰაერში გაიფანტა.
ფაქტს რამდენიმე მძღოლი შეესწრო, მათ მაგისტრალზე ავტომობილები გააჩერეს და ფულის შეგროვება დაიწყეს.
გასაოცარი კი ის ამბავი გახლავთ, რომ ავტომობილების მძღოლებმა აკრეფილი ფული პოლიციას უსასყიდლოდ დაუბრუნეს. საბოლოოდ კი შეგროვებულმა თანხამ 175 000 დოლარი შეადგინა.
ავტომანქანების მძღოლების გულისხმიერება არავის დარჩენია უყურადღებოთ. პოლიციელები აცხადებენ, რომ ისინი არც დამუქრებიან ავტომობილის მძღოლებს, არც ჯარიმა დაუწესებიათ და მათმა კეთილშობილურმა საქციელმა ისინი დიდად გაახარა.