სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში უბედური შემთხვევა მოხდა, მდინარე ცივში, მამა-შვილი დაიხრჩო.
ცხედრები მაშველებმა დღეს იპოვეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამა 11 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.