ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა

2019-06-28 19:35:00

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით გამყარდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.850 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.835 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.868 ლარია.