მარნეულში წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოეს

2019-06-28 17:54:53

მარნეულის მუნიციპალიტეტმა წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულელ ახალგაზრდა მომღერალს შაბან მამედოვს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსებზე წარმატებული მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მადლობის სიგელი, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, მომღერალს მერიაში უმასპინძლეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა მომავალშიც აღუთქვეს. დღესვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელი გადასცეს ახალგაზრდა მარნეულელ მოჭადრაკეს, დავით გეგიას, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკში, წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკე, წლებია ჭადრაკს მარნეულის ახალგაზრდული  ცენტრის მხარდაჭერით, წარმატებით ეუფლება და მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო.

 

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.