"ვისურვებდი ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში"

2019-06-28 15:31:21

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში დაბრუნებას ამჯერად როგორც მომლოცველი, ისე აპირებს. მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ პრაქტიკაში განახორციელოს რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „მომლოცველობის“ შესახებ და სურს, რომ საქართველოს წმინდა ადგილებში იმოგზაუროს.

ჩვენ მივიღეთ კანონი „მომლოცველობის შესახებ“ და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში“, - განუცხადა გავრილოვმა „რია ნოვოსტის“.

ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, არ ვაპირებ პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას. მჯერა, რომ სიტუაცია იქ დამშვიდდება“, - დასძინა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოთავსებული, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.