28 ივნისს ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-06-27 21:17:03

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

07:00-დან 09:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სართიჭალაში.

10:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს კრწანისი, ფონიჭალა, მთისძირი და მიმდებარე სოფლებს.

10:00-დან 19:00 საათამდე - სოფელ გამარჯვებას.

12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 15:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს თამარისი, ქვემო არქევანი, ცურტავი, მოლახმედლო, ალავარი, ნახიდური და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 19:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, კოდა, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.