შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეჟურნალისტებს ხვდება და მათ კითხვებზე პასუხს სცემს.
"ყველაფერი რაც 20 ივნისს მოხდა არის ჩემი პასუხისმგებლობა, დაწყებიდან დამთავრებამდე და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. არცერთი ტყვია რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის რეკომენდირებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად გამოყენებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა ყველა სახის სპეციალური აღჭურვილების გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი რომლის დარღვევაც იწვევს შესაბამის პრობლემებს რაც უნდა გახდეს გამოძიების საგანი. რაც შეეხება იმ კომპონენტს რა საჭიროება იყო ამ ტყვიების გამოყენება ან არ აგმოყენება, ეს არის უკვე ღონისძიების მიმდინარეობის საკითხი. ღამის 2 საათამდე პოლიციას პარლამენტის შენობა არ დაუტოვებია", - გიორგი გახარია.