დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო მკურნალობს, რომელსაც სხეულის 25 პროცენტი აქვს დამწვარი. დაზიანებულია ძირითადად ქვედა კიდურები.
როგორც "ინფო რუსთავს" დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა - "გოგონა კლინიკაში მდგომარეობის გაუარესების გამო გამთენიისას ერთ-ერთი რეგიონიდან შემოიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება. საქმე მე-3 ხარისხის დამწვრობასთან გვაქვს."
დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის გამო 7 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი. პაციენტების ნაწილს დამწვრობის გარდა გადახურება აღენიშნებათ.