თბილისში, პეკინის გამზირზე, "აიპლიუსის" მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობი პირი მაღაზიაში შეიჭრა და ფულის გამოძალვას ეცადა.
"დანის მუქარით ყველა ბიჭი გამოუშვა მაღაზიიდან, მხოლოდ გოგოები დატოვა და ფულს ითხოვდა", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა თვითმხილველმა. მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში შეჭრილი მამაკაცი მარტო იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა დანაშაული მალევე აღკვეთეს და მამაკაცის დაკავება ადგილზე მოახერხეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.