სანდრო ბრეგაძე: გახარიამ ქვეყანა გადაარჩინა

2019-06-25 13:40:21

"არ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია" – ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მოთხოვნით სამეგრელოში შს მინისტრის მხარდამჭერი გამოსვლები იწყება.

"საკმაოდ სერიოზული მოძრაობა არის დაწყებული გახარიას მხარდასაჭერად. მოთხოვნა შემდეგია: გახარიამ არ დატოვოს თანამდებობა, რადგანაც მან ქვეყანა გადაარჩინა. სამეგრელოს რეგიონზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, რამდენად გადაიზრდება ეს ფართომასშტაბიან აქციებში, მაგრამ სერიოზული მოძრობა არის დაწყებული. სოციალურ ქსელებშიც კი არის ლოზუნგები, რომ გახარია კი არ უნდა გადადგეს, პირიქით. მან ქვეყანა დაიცვა, რადგანაც, სანამ უკიდურესი აუცილებლობა არ იყო, ძალა არ გამოუყენებია", – აღნიშნა „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.