გუდაურში ფესტივალის ინვენტარი დააზიანეს

2019-06-25 10:48:18

გუდაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს.

ფესტივალის ორგანიზატორის თქმით მათთან მივიდნენ ადგილობრივები და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ამის შემდეგ კი არსებული ინფრასტრუქტურა, კოტეჟები, რკინის კონსტრუქციები და ბანერები დააზიანეს.

ადგილობრივები აცხადებენ რომ არ დაუშვებენ მათ ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდეს რადგან ეს მათ ადათ-წესებს ეწინააღმდეგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.