აქციაზე სპეციალიური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

2019-06-21 21:19:40

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

როგორც ადგილიდან "ინფო რუსთავის" ჟურნალისტი იუწყება, რუსთაველზე სპეცრაზმის შეყვანას აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი ადამიანების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ისინი სკანდირებენ – "წადი". ასევე აქტივისტები დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შსს–ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო 305 აქტივისტი დააკავეს.