გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:
07:00-დან 10:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ სართიჭალაში.
11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცურტავი, ქოლაგირი, ხიდისყური.
11:00-დან 16:00 საათამდე - დაბა კაზრეთს, სოფლებს ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, მამხუტი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, სენები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.