7 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

2019-06-21 15:18:47

მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა. შემთხვევა ახალქალაქში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. მოზარდი ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს ორივე ბარძაყის მოტეხილობა აქვს.

„ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, არ ვიცი იმათ უყურებდა თუ რა მოხდა. უცბად დავინახეთ, რომ ეზოში ბავშვი დაეცა“, -ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.