სამართალდამცავებსა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება უკიდურესად დაძაბულია. სპეციალური რაზმის წევრებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც "ინფო რუსთავის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ფიზიკურ დაპირისპირებას რამდენიმე აქციის მონაწილისა და სპეციალური რაზმის წევრის დაშავება მოჰყვა. ნახეთ "ინფო რუსთავის" ფოტოკოლაჟი, რომელიც რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს.