დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან

2019-06-20 22:00:12

დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან.

აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ.

ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად იმყოფება.

პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდერუსად დაძაბულია.

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აყვნენ პროვოკაციას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს.