გავრილოვი: რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს

2019-06-20 15:05:52

რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს!- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა „რია ნოვისტის“ განუცხადა.მისივე თქმით, მართლმადიდებელობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყდა.

გავრილოვის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალებმა მას წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

მისივე თქმით, რუსმა პარლამენტარებმა დაცვის ქვეშ დატოვეს საქართველოს პარლამენტი შენობა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტარების საქართველოში ჩასვლის წინ გავრცელდა „ფეიკნიუსი“ იმის თაობაზე, რომ ის აფხაზეთში და დნესტრისპირეთის ომების მონაწილეა, - იტყობინება „რია ნოვოსტი“.

სერგეი გავრილოვმა ეს ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სამხედრო კონფლიქტში. გავრილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს და საქართველოს აერთიანებს ძმური მართლმადიდებლური კავშირი“. ამასთან ერთად რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა „ყველა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის“. „ახლა დელეგაციის წევრები შევიკრიბებით იმის განსახილველად, თუ როგორ გავაგრძელოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სხდომის მუშაობა“, - აღნიშნა გავრილოვმა.