წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

2019-06-19 13:48:13

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში მარნეულელი წარჩინებული მოსწავლეების საზეიმო  დაჯილდოება გაიმართა.

მარნეულს 2018-2019 სასწავლო წლის 8 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.

15 წარჩინებული მოსწავლე რომლებმაც მედლებზე დაასრულეს სწავლა, სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს, კაპანახჩის, წერეთელის, სსიპ - ქალაქ მარნეულის №5 და №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდა ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა.  აგრეთვე მუნიციპალიტეტის სახელით  მადლობის სიგელები გადაეცა,  მარნეულის ადგილობრივი რესურსცენტრისა და ხუთივე სკოლის ადმინისტრაციას,  წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის.