საქართველოში 16 406 პენსიონერი პედაგოგია

2019-06-19 11:49:28

საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი 6 ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. განათლების სამინისტროს შეთავაზებით, პენსიონერმა 

მასწავლებლებმა ან კვალიფიკაციის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ან შეუძლიათ ჯილდო მიიღონ ორი წლის ხელფასის ოდენობით და სკოლას დაემშვიდობონ.

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით გასაცემი თანხების რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს. იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.