რუსთავში, დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში ფორუმი - "რუსთავი-თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი" გაიმართა. [ვიდეო/video]
შეხვედრაზე რუსთაველმა აქტივისტებმა და მგზავრებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნები, რომელსაც მერიას და კომპანია "ინტერტრანსს" წაუყენებენ.
რუსთაველი აქტივისტების თქმით, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო საშუალებებში მოქალაქეებს ძალიან ცუდ პირობებში უწევთ მგზავრობა და "ინტერტრანსი" არღვევს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს.
"ჩვენი სამოქალაქო აქტივისტების, რიგითი მოქალაქეებისა და მგზავრების მოთხოვნა არის, რომ ის კომპანია, რომელიც არღვევს ვალდებულებებს ხელშეკრულებით, გაწყდეს მასთან ყოველგვარი კავშირი. ოღონდ გამოინახოს ალტერნატიული საშუალებები, რომ არ მოხდეს კოლაფსი. ჩვენ ვმსჯელობთ სამოქალაქო აქტივისტები და მივაღწევთ კონსენსუსს. მივმართავთ მერიასაც და ინტერტრანსსაც კანონიერი მოთხოვნებით",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ.