"ინფო რუსთავის" კვირის ფოტორეპორტაჟი - მეხანძრე-მაშველები, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
რეალური გმირები, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებიც პროფესიის არჩევის დღიდან, საკუთარ სიცოცხლეზე წინ, სხვა ადამიანების სიცოცხლეს აყენებენ და ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე. დრო, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მათს საქმიანობაში. მათ თავდაუზოგავ შრომას და ოპერატიულ რეაგირებას ასობით სიცოცხლე გადაურჩენია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში სასწრაფო დახმარებას 63, სახანძრო-სამაშველო სამსახურს 68, საპატრულო პოლიციას კი მხოლოდ 42 ეკიპაჟის თანამშრომელი ჰყავს. თითო ცვლაში სასწრაფო დახმარების 21, სახანძრო-სამაშველო განყოფილების 20, საპატრულო პოლიციის კი 14 თანამშრომელი მუშაობს.
"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ იმ ადამიანების ნაწილის ფოტოებს, რომლებიც 24/7 თქვენს სამსახურში არიან.