ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-05-23 11:14:56

ავტოსაგაზაო შემთხვევა მოხდა სუფსაში. ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.