ლარი ისევ გაუფასურდა

2019-05-20 19:19:21

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ლარი უკვე მესამე დღეა გაუფასურებას განაგრძობს, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 4 პუნქტით დაეცა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.755 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.748 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.747 ლარია.