ჩხუბი 51-ე საჯარო სკოლაში

2019-05-20 15:47:04

თბილისში, #51-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტი სკოლის ეზოში მაშინ დაიწყო, როცა მოსწავლეები "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ, თუმცა მანდატურის სამსახური ინფორმაციას კონფლიქტის სკოლის ეზოში დაწყებასთან დაკავშირებით უარყოფს და აცხადებს, რომ დაპირისპირება #51-ე საჯარო სკოლასთან არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მე-12 კლასელები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ.

ადგილობრივების თქმით, ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად წელიწადნახევრის წინ #51 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე სწორედ  სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა.