ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი. მეორე ტური სავარაუდოდ „ქართული ოცნების" კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.
ამ დროისთვის დათვლილია 31-დან 27 უბანი. აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41.28 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.72 პროცენტი.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:
გერმანე საბო - 4.78%;
ლევან იოსელიანი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 2019 წლის 19 მაისის არჩევნების შედეგების ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესზე ილაპარაკა.
თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 173 361-მა ამომრჩეველმა მიიღო.
მთაწმინდის ოლქში გახსნილი 31 უბნიდან 27 უბნის მონაცემებით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლადო კახაძე (41,28%), მეორეზე კი „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე (36,72%) გადის. შესაბამისად, მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ლევან იოსელიანი 6,43%-ს, ჰერმან საბო - 4,78%-ს, გრიგოლ გეგელია - 3,4%-ს, კობა დავითაშვილი - 2,87%-ს, სოფიო ხორგუანი კი - 2,58%-ს აგროვებს. დანარჩენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ხმები 1%-ს არ აღემატება.
მარნეულში 90 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 81 უბანი, შედეგები კი ასეთია: N41 ზაურ დარგალი - 79,1%; N5 აგილ მუსტაფაევი - 11,1%; N2 აკმამედ იმამკულიევი - 7,7%.
ზესტაფონის 51-ე საარჩევნო ოლქში, სულ 53 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 52 უბანი, მონაცემები შემდეგნაირია:
N5 - ბაქარ ხიჯაკაძე 34.29%; N8 ანზორ ნებიერიძე - 2.66%; N9 - გიორგი წულაია 5.83%; N41 - გიორგი გოგლიჩიძე 50,57%; N42 ვახტანგ რობაქიძე 5.17%
ჭიათურაში 58 საარჩევნო უბნიდან 57 უბნის მონაცემებია ცნობილი, შედეგები ასეთია: N41 გივი მოდებაძე - 64,4%, N42 ზურაბ კუპატაძე - 18,1%; N43 დავით ჭუმბურიძე - 15,4%.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამ ეტაპზე 107 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 74 საარჩევნო უბნის, შედეგები ასეთია:
ნომერი 5 სანდრა ელისაბედ რულოვსი - 42,75%; ნომერი 41 გიორგი შენგელია - 54.45%;
ხულოში 54 საარჩევნო უბნიდან 54-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, შედეგები ასეთია: N41 ვახტანგ ბერიძე - 70,9%; N5 ირაკლი ჯორბენაძე - 23,7%; N1 ვახტანგ ბერიძე - 3,33%; N42 როლანდ აბულაძე - 1,03%.