"დიდი მადლობა მარნეული"

2019-05-19 21:47:33

მადლობა მინდა გადავუხადო მარნეულელებს დიდი მხარდაჭერისთვის- ამის შესახებ  "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალიმ განაცხადა.

მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნები პიველივე ტურში, დიდი სხვაობით მოიგეს.

"პირველადი მონაცემებით ვიგებთ არჩევნებს. ვიგებთ დიდი პროცენტით, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მეორე ტური არ იქნება, რადგან დიდი პროცენტით ვიგებთ პირველივე ტურში. დღევანდელი არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, მინდა გითხრათ, რომ რაც პროვოკაციები იყო, იყო ოპოზიციის მხრიდან. ჩვენს ინტერესში არ შედის არანაირი პროვოკაცია, რადგან ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გავიარჯვებთ"- განაცხადა მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალიმ

შეგახსენებთ, რომ მარნეულში კენჭისყრის პროცესი დასრულდა და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.