მარნეულში არჩევნები დასრულდა

2019-05-19 20:46:15

მარნეულის მუნიციპალიტეტში კენჭისყრის პროცესი 8 საათზე დასრულდა. საკუთარი ნება არჩევნებზე 35 700-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 35,8%-ია. #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კობა ასანიძემ განაცხადა, რომ: "90-ივე საარჩევნო უბანი დახურულია. მიმდინარეობს გაცემული ბიულეტინების თვლა. საჩივრები ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს დაწერილია 22 საჩივარი".