დაპირისპირება მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის #2 საარჩევნო უბანზე.
"ნაციონალური მოძრაობის”"დამკვირვებელს საარჩევნო უბანი ხმაურის ფონზე დაატოვებინეს.
როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა თამარ მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღის განმავლობაში დარღვევებზე რეაგირების საშუალებას არ აძლევდა. მისივე განცხადებით, საჩივრის დაწერა რამდენჯერმე სცადა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ საჩივრის ფორმა არ მისცა.
თამარ მეტრეველის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკანასკნელად მოითხოვა საჩივრის ფურცლის შევსება, კომისიის თავმჯდომარემ მას სააჩევნო უბანი დაატოვებინა.