არჩევნები მარნეულში

2019-05-19 15:00:09

მარნეულის მუნიციპალიტეტის #4 საარჩევნო უბანი "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს დაატოვებინეს.

ანა სანაიას თქმით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უბნიდან მოხსნის ოქმი მას ისე შეუდგინა, რომ წინასწარ გაფრთხილება, ან შენიშვნა არ მიუღია.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის შედგენილ ოქმშია ნათქვამი, ანა სანაიას უბანი იმის გამო დატოვებინეს, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.