ფიზიკური ძალადობის ფაქტი მარნეულში

2019-05-19 13:16:10

მარნეულის მუნიციპალიტეტის #68 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა.

როგორც ინფო რუსთავთან "ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ერთიანი საქართველო" - ს წარმომადგენელი მანანა ბობოხიძე აცახდებს, მან უბანზე აღმოჩენილი დარღვევების ვიდეო გადაღება დაიწყო, რა დროსაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომდგენლის თქმით, უბანზე რეგისტრატორები საქმიანობას განცალკევებით მოწყობილ კუთხეში აწარმოებდნენ და დამკვირვებლებს პროცესზე ზედამხედველობის საშუალებას არ აძლევდნენ.

მანანა ბობოხიძის განცხადებით, აგრესიით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ინფორმაციით, #68 უბანზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად რამდენიმე ბიულეტინი ჩაყარა და რამდენიმე კი გაიტაცა.

ინციდენტის გამო 15 წუთი საარჩევნო პროცესი შეწყვწტილი იყო. ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.