საარსებო მინიმუმი

2019-05-17 18:45:09

2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 185 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 181.2 ლარი იყო.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.1 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის აპრილში ეს მონაცემი 176.9 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, მარტთან შედარებით, აპრილში 3.4 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 163.9 ლარი შეადგინა, 6.4 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 310.4 ლარი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის აპრილის მონაცემთან შედარებით, 13.7 ლარით არის გაზრდილი.